უძრავი ქონების შეფასება
უძრავი ქონება წარმოადგენს საინვესტიციო სფეროს ბრუნვაში არსებულ საქონელს.

მის(უძრავი ქონების) ობიექტს წარმოადგენს სხვადასხვა დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასთან დაკავშირებული გაუმჯობესებები, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები,ბინები, სახლები, კოტეჯები, საოფისე, კომერციული დანიშნულების და სხვა შენობა ნაგებობანი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, უძრავი ქონებაშეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების საკუთრებაში. ამავე დროს, უძრავ ქონებას მფლობელისთვის მოაქვს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი შემოსავალი,რომელიც დამოკიდებულია უძრავი ქონების გამოყენების სახეზე. შედეგად წარმოიქმნება უძრავის ქონების შეფასების (ღირებულების დადგენის) მოთხოვნა. იგი თავის თავში მოიცავს ღირებულების განსაზღვრის სხვადასხვა ტიპს.

ყველაზე გავრცელებულია უძრავი ქონების საბაზრო, სალიკვიდაციო და აღდგენითი ღირებულების განსაზღვრა. საბაზრო ღირებულება წარმოადგენს გამოთვლად ფულად სიდიდეს, რომლითაც გაიცვლება ქონება შეფასების თარიღისთვისდაინტერესებულ მყიდველსა და დაინტერესებულ გამყიდველს შორის “გაშლილი მკლავის” პრინციპით ტრანზაქციისას, მართებული მარკეტინგის ჩატარების შემდეგ, როდესაც თითოეული მხარე მოქმედებს გათვითცნობიერებულად, წინდახედულადდა ძალდატანების გარეშე. ე.ი. ფასი, რომლითაც კლიენტი ყიდულობს უძრავ ქონებას, რომელიც ფლობს ბაზარზე არსებულმდგომარეობას. გამოიყენება ყიდვა-გაყიდვის და იჯარის თანხის მოცულობის განსაზღვრის დროს და ა. შ..