რატომ ალგი აუდიტი
საბუღალტრო  სფეროში ყოველთვის იყო და არის უამრავი ბუნდოვანი საკითხი, რომლის არსებობაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის მცირე, საშუალო თუ დიდ კომპანიებს. სწორედ ამ სირთულეების თავიდან ასაცილებლად და საფრთხეების წინასწარ განსაზღვრისათვის  „Algi Audit“,  ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს აუთსორსინგის ტიპის მომსახურებას.

ჩვენთან თანამშრომლობის შედეგი ბიზნესისთვის და მისი მენეჯმენტისთვის

დაზოგილი დრო (ბიზნესის მოგების მომტან ძირითად საოპერაციო პროცესებზე ფოკუსირების მეტი შესაძლებლობის გაჩენა), ფინანსური და ადამიანური რესურსები;

მაღალი ხარისხის,  შესაბამისი კვალიფიკაციის  მომსახურების უწყვეტად და შეუფერხებლად მიღების შესაძლებლობა;

ფინანსური რისკების დროის რეალურ რეჟიმში, კვალიფიციურად  იდენტიფიცირებისა და რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად, ღონისძიებების საჭირო დროსა და მასშტაბით განხორციელების შესაძლებლობა;

გარანტირებული ადეკვატური და ეფექტური შედეგი;

საგადასახადო და სხვა ფინანსური რისკებისაგან  თავის დაღწევა

კომპანია „Algi Audit“ “ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში-ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი-SARAS-F-481326;

ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა 500 000 ლარად დაზღვეულია კომპანია ალდაგში, რაც გაძლევთ იმის გარანტიას,  რომ ჩვენთან თანამშრომლობით თქვენი საგადასახადო და ფინანსური რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი.