საგადასახადო აუდიტი
საგადასახადო აუდიტი – არის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმება, რომლის შედეგად ხდება საწარმოების საგადასახადო რისკების შეფასება და მათი მინიმუმამდე დაყვანა. აუდიტის პროცესში მოწმდება ყველა სახეობის გადასახადის საგადასახადო ბაზა, ტარდება საგადასახადო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების აუდიტი, როგორც კომპლექსური, ასევე ცალკეული გადასახადების მიმართ:
•საშემოსავლო გადასახადი;
•მოგების გადასახადი;
•დამატებითი ღირებულების გადასახადი;
•აქციზი;
•ქონების გადასახადი;
•საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები;
აუდიტის მიმდინარეობისას ხორციელდება ინფორმაციის შეკრება და ანალიზი გადამხდელის შესაძლებლობების შესახებ დაბეგვრის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. აღნიშნული აუდიტი საშუალებას გვაძლევს ობიექტურად შევაფასოთ კომპანიის ფინანსური აღრიცხვა, გადასახადების გადახდის და გაანგარიშების სისწორე. აუდიტორული შემოწმების ჩატარების დროს ჩვენ უფასო კონსულტაციას გავუწევთ თქვენს თანამშრომლებს დაბეგვრის საკითხების თაობაზე.
აუდიტორული შემოწმების შედეგად თქვენ მიიღებთ:
**აუდიტორულ დასკვნას
**დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით და მათი აღმოფხვრის რეკომენდაციებით
**შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს.
 
მონაწილეობა საგადასახადო დავებში
ჩვენი კომპანიის პროფესიონალ იურისტთა ჯგუფი მზად არის გამარჯვების მიღწევამდე დაიცვან თქვენი ინტერესები სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებთან და სასამართლოებში დავის დროს.
ინტერესების დაცვაში იგულისხმება:
საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან წარმოქმნილ დავებში მონაწილეობა, თქვენი ინტერესების დაცვა გამოცდილი იურისტებისა და აუდიტორების მონაწილეობით სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივი ექსპერტიზა კონსულტაციები საგადასახადო შემოწმებების მიმდინარეობისას და საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივი შეფასება ინტერესების წარდგენა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო და სხვა სახის განცხადებების, საჩივრების და საჭირო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება