სამოქალაქო სამართალი
სამოქალაქო სამართალი ნებისმიერი კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ნებისმიერ მომსახურების გაწევა/მიღება ნივთის გაყიდვა/ყიდვა სამოქალაქო სამრთლის ნორმებით რეგულირდება. იმისათვის რომ აცილებული იქნას პრობლემები მესამე პირებთან ურთიერთობისას ან მოგვარდეს უკვე წარმოშობილი პრობლემები, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი მხარდაჭერის მიღება.
მომსახურების სახეობა მოიცავს :
– კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო საკითხების განმარტება, თქვენს წინაშე არსებული პრობლემის სამართლებრივი გზით მოგვარების საშუალებების შეთავაზება. ეს შეიძლება იყოს: სურს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა და შეწყვეტის სამართლებრივი შედეგების განსაზღვრა, იპოთეკასთან ქირავნობასთან ან იჯარასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა მრავალი საკითხი.
– დოკუმენტების მომზადება – თქვენზე ორიენტირებული და თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული ხელშეკრულებების მომზადება, თქვენი პარტნიორის მიერ მოწოდებული ხელშეკრულებების რევიზია რამდენად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და ხომ არ შეიცავს რაიმე სამომავლო რისკებს, შეთანხმების აქტებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების მომზადება, იურიდიულიად გამართული კორესპოდნეციის მომზადება.
– მოლაპარაკებებში მონაწილების მიღება – როდესაც მიმდინარეობს იურიდიულ პირებს შორის ან იურიდიულ და ფიზიკურ პირს შორის მოლაპარაკება მნიშვნელოვან საკითხზე სადაც და მოლაპარაკებების დროს შეიძლება დაისვას იურიდიული პრობლემები. ამ პრობლემების გადასაწყვეტად სამართლებრივი გზების გამონახვის, მოლაპარაკებებისას მიღებული გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შედარების, იმის გასარკვევად მოწინააღმდეგე მხარე იურიდიული ნიანსების გამოყენებით ხომ არ აპირებს დამკვეთის მოტყუებას და სხვა მსგავსი საკითხებისათვის მოლაპარაკებებში მონაწილეობა დამკვეტის დაცვის მიზნით.
– სასამართლო წარმომადგენლობა/საადვოკატო მომსახურება თქვენი ინტერესების დაცვა სასამართლოში არსებულ სამოქალაქო დავებზე, მათ შორის არბიტრაჟებში. მოიცავს როგორც თქვენი მოთხოვნის შესაბამისად სარჩელის მომზადებას და სასამართლოში შეტანას ისევე თქვენი ინტერესების დაცვას თუ თქვენს წინააღმდეგ არის სარჩელი შემოტანილი;
– იურიდიული აუდიტი – საწარმოში არსებული ყველა იურიდიული დოკუმენტის: სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, გაფორმებული ხელშეკრულებების, პარტნიორთა გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებების და სხვა კანონთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდაციის გაწევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.