სამეწარმეო სამართალი
სამეწარმეო სამართალი არეგულირებს კომაპნიის დაფუძნების, რეორგანიზაციის, შვილობილო კომპანიების დაფუძნების, ლიკვიდაციისა და სხვა მსგავსს ურთიერთობებს. ურთიერტობას დირექტორებთან და სხვა პარტნიორებთან. საწარმოს ფუნქციონირების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით კომპანიებისთვის უმნიშვნელოვანესია რომ კორპორატიული სამართლის კუთხით ქონდეს გამართული სტრუქტურა და დოკუმენტაცია.
მომსახურების სახეობა მოიცავს :
– კონსულტაციას.
– დოკუმენტების მომზადება – თქვენზე ორიენტირებული და თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებულიხელშეკრულებების მომზადება, თქვენი პარტნიორის მიერ მოწოდებული ხელშეკრულებების რევიზია რამდენად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და ხომ არ შეიცავს რაიმე სამომავლო რისკებს, შეთანხმების აქტებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების მომზადება, იურიდიულიად გამართული კორესპოდნეციის მომზადება.
– მოლაპარაკებებში მონაწილების მიღება – როდესაც მიმდინარეობს იურიდიულ პირებს შორის ან იურიდიულ და ფიზიკურ პირს შორის მოლაპარაკება მნიშვნელოვან საკითხზე სადაც და მოლაპარაკებების დროს შეიძლება დაისვას იურიდიული პრობლემები. ამ პრობლემების გადასაწყვეტად სამართლებრივი გზების გამონახვის, მოლაპარაკებებისას მიღებული გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შედარების, იმის გასარკვევად მოწინააღმდეგე მხარე იურიდიული ნიანსების გამოყენებით ხომ არ აპირებს დამკვეთის მოტყუებას და სხვა მსგავსი საკითხებისათვის მოლაპარაკებებში მონაწილეობა დამკვეტის დაცვის მიზნით.
– სასამართლო წარმომადგენლობა/საადვოკატო მომსახურება თქვენი ინტერესების დაცვა სასამართლოში არსებულ სამოქალაქო დავებზე, მათ შორის არბიტრაჟებში, ადმინისტრაციულ დავებზე ან სისხლის სამართლის საქმეზე დაცვა. მოიცავს როგორც თქვენი მოთხოვნის შესაბამისად სარჩელის მომზადებას და სასამართლოში შეტანას ისევე თქვენი ინტერესების დაცვას თუ თქვენს წინააღმდეგ არის სარჩელი შემოტანილი.
– იურიდიული აუდიტი – საწარმოში არსებული ყველა იურიდიული დოკუმენტის: სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, გაფორმებული ხელშეკრულებების, პარტნიორთა გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებების და სხვა კანონთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდაციის გაწევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.