აუდიტორული კომპანია „ალგი აუდიტი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე.
,,ალგი აუდიტი’’ მრავალიწელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დახმარებას უწევს როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რასაც ბიზნესის წარმატებით წარმოება ეწოდება.
სამუშაო პირობები:
პოზიცია: ბუღალტერ-ოპერატორი
მდებარეობა: ქ. თბილისი, კლიენტი კომპანიის ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 800 ლარიდან, კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტი კომპანიისთვის ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვის უზრუნველყოფა მოქმედი სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად;
- კომპანიის სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
- მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- ACCA-ს მინიმუმ პირველი დონის შესაბამისი ცოდნის ფლობა;
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების პროფესიულ წინსვლისა და განვითარებაზე.
- თქვენ ზურგს გაგიმაგრებთ მსხვილი პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს რესურსი, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დაეხმაროს ნებისმიერი ტიპის ფინანსური გამოწვევების გადალახვაში და სხვადასხვა სტრუქტურებთან ურთიერთობაში.
- მუდმივად გეყოლებათ აუდიტორული კომპანიისაგან ზედამხედველები – ექაუნთინგის დეპარტამენტიდან, საგადასახადო ექსპერტები, საერთაშორისო სტანდარტების ექსპერტები, რომლებიც საჭიროების შესაბამისად განახორციელებენ ვიზიტებს, ნებისმიერ დროს;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@algiaudit.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება ,,ბუღალტერ-ოპერატორი“.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 09/03/2023
გისურვებთ წარმატებებს!