საშემფასებლო მომსახურება
ალგი აუდიტი გთავაზობთ მოძრავი და უძრავი ქონების, ბიზნესის, იჯარის საშემფასებლო სერვისებს. ჩვენ მოგცემთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენი მომსახურების ხარისხზე, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.
რა არის უძრავი ქონება?
უძრავი ქონება წარმოადგენს საინვესტიციო სფეროს ბრუნვაში არსებულ საქონელს. უძრავ ქონებას მფლობელისთვის მოაქვს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი შემოსავალი. ALGI AUDIT-ის ექსპერტები განსაზღვრავენ უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების სხვადასხვა ტიპს:
- საბაზისო
- სალიკვიდაციო
- აღდგენითი
რა არის მოძრავი ქონება?
მოძრავი ქონება არის ისეთი ტიპის ქონება, რომელიც არ არის უძრავი და შესაძლებელია მისი გადაადგილება, მაგ; ავტომობილი, მანქანა-დანადგარები და ა.შ.
მოძრავი ქონების შეფასება საჭიროა, მაშინ, როდესაც სამოქალაქო უფლებების ობიექტი სამეურნეო მიმოქცევაში ერთვება და მასზე ხორციელდება სამეურნეო ოპერაციები. ასევე შეფასების მიზანი შეიძლება იყოს ძირითადი ფონდების გადაფასება, დაზღვევა, დაგირავება, ლიკვიდაცია და ა.შ.
ჩვენ გთავაზობთ ობიექტურ მოძრავი ქონების შეფასების სერვისებს, რომელიც იქნება უმაღლესი სიზუსტის.
რაში გვჭირდება ბიზნესის შეფასება?
ჩვენი პასუხისმგებლობაა დავადგინოთ აქტივის საბაზრო ღირებულება კონკრეტულ მომენტში, რომელიც დადგინდება სამართლიანი შეფასებით, რაც ნიშნავს, რომ გავითვალისწინოთ აქტივის დღევანდელი გამოყენების პარამეტრები და მომავალში შემოსავლის მიღების პოტენციალი, ასევე ბაზარზე აღნიშნული აქტივის მიმართ ინტერესი.
ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იცოდნენ კომპანიის ღირებულება, სწორედ ამიტომ, ნებისმიერი კომპანიის მენეჯმენტს სჭირდება იმის ცოდნა, თუ რა ღირებულების გრძელვადიან აქტივებს ფლობენ. ALGI AUDIT ახორციელებს ქონების, ქარხნებისა და აღჭურვილობების შეფასებას.
რას მოიცავს იჯარის შეფასება?
ჩვენი პასუხისმგებლობაა დავადგინოთ აქტივის საბაზრო ღირებულება კონკრეტულ მომენტში, რომელიც დადგინდება სამართლიანი შეფასებით, რაც ნიშნავს, რომ გავითვალისწინოთ აქტივის დღევანდელი გამოყენების პარამეტრები და მომავალში შემოსავლის მიღების პოტენციალი, ასევე ბაზარზე აღნიშნული აქტივის მიმართ ინტერესი.
ჩვენი გამორჩეულად კარგი ანალიტიკური და ფინანსური ანალიზის შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს წარჩინებულად გავართვათ თავი იჯარის შეფასების პროცესებს. საიჯარო დოკუმენტები არის ტექნიკური, ითვალისწინებს ბევრ ნიუანსს, რაც კიდევ უფრო რთულს ხდის მის ინტერპრეტაციას, ადმინისტრაციასა და მართვას,შესაბამისად, სანდო პარტნიორის მოძებნა ძალიან მნიშვნელოვანია.
ზარის მოთხოვნა
მზად ხარ მიიღო ხარისხიანი საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურება? დაზოგე დრო და დაგვიკავშირდი დღესვე!