საბუღალტრო მომსახურება
ALGI AUDIT გაძლევთ გარანტიას, რომ ფინანსური ანგარიშგება შესაბამისობაში იქნება როგორც ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. შესაბამისად, თქვენ შეგიძიათ დაზოგილი დრო და ენერგია მოახმაროთ თქვენს ძირითად საქმიანობას, ხოლო ჩვენ უზრუნველვყოფთ შემდეგ სერვისებს:
დისტანციური საბუღალტრო სერვისი
ALGI AUDIT ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებითა და დროის წინასწარი განსაზღვრით გთავაზობთ საბუღალტრო საქმიანობის სრულ დისტანციურ მომსახურებას.
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია თქვენი დროის დაზოგვაზე და გთავაზობთ საბუღალტრო აღრიცხვის დისტანციურ წარნიებას თუ თქვენ არ გესაჭიროებათ ბუღალტერი ადგილზე და საკმარისია ელექტრონული ან სატელეფონო კავშირი ბუღალტერთან.
ჩვენ წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით განვახორციელებთ პირველად დოკუმენტაციასა და მის პროგრამაში დამუშავებას.
ბუღალტერია თქვენს ლოკაციაზე
ისეთ კომპანიებს, რომლებსაც გესაჭიროებათ საბუღალტრო მომსახურება ადგილზე, ჩვენი სპეციალისტები მოვლენ თქვენს ლოკაციაზე და გაუძღვებიან სამეურნეო ოპერაციების საბუღალტრო აღრიცხვას და გაგიწევენ კონსულტაციას მიმდინარე თემებთან დაკავშირებით.
პირველადი დოკუმენტების საფუძველზე აღრიცხვის აღდგენა
თუ თვენ გაქვთ ეჭვი, რომ ორგანიზაციაში საბუღალტრო აღრიცხვის დონე დაბალია, ან არასრულფასოვანია, მაშინ საჭიროა ამის დადგენა და გამოსწორება.
ალგი აუდიტი გთავაზობთ პირველადი დოკუმენტების საფუძველზე აღდგენილ განვლილი პერიოდის საბუღალტრო აღრიცხვის რეესტრების წესრიგში მოსაყვან სერვისს.
ჩვენი მომსახურების შემდეგ თქვენ დარწმუნებით გეცოდინებათ, რომ ყველა პოტენციური პრობლემა მოგვარებულია და მომზადებულია იდეალური საბუღალტრო ბაზა კომპანიისათვის.
სტრუქტურის შექმნა
საბუღალტრო აღრიცხვის სტრუქტურის შექმნა მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის: საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება; სამეურნეო ოპერაციების ხასიათის გათვალისწინებით საბუღალტრო აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის შემუშავება; სამეურნეო ოპერაციების ეფექტური და სწრაფი აღრიცხვისთვის მოხერხებული სტრუქტურის შექმნა, მისი ავტომატიზაცია საბუღალტრო პროგრამაში და საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის თანამშრომლებისათვის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება.
პროგრამის დანერგვა
საბუღალტრო პროგრამების სწორი დანერგვა მნიშვნელოვნად ზრდის საბუღალტრო აღრიცხვის ხარისხს და თანამშრომელთა მუშაობის ეფექტურობას. პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: საბუღალტრო პროგრამაში მოხერხებული და ეფექტური ანგარიშთა გეგმის სტრუქტურის შექმნას; აღრიცხვის თანამშრომელთა ტრენინგს საბუღალტრო პროგრამაში; ყველა მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად ტიპიური ოპერაციების აწყობას; თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების, პროგრამაში მათი სამუშაო საათების, ბრძანებების, ანგარიშების განსაზღვრას.
ზარის მოთხოვნა
მზად ხარ მიიღო ხარისხიანი საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურება? დაზოგე დრო და დაგვიკავშირდი დღესვე!