მთავარი ბუღალტერი

აუდიტორული კომპანია „ალგი აუდიტი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის  თანამდებობაზე.

,,ალგი აუდიტი’’ მრავალიწელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დახმარებას უწევს როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესის  წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რასაც ბიზნესის წარმატებით წარმოება ეწოდება. 

სამუშაო პირობები:

პოზიცია: მთავარი ბუღალტერი

მდებარეობა: ქ. თბილისი, კლიენტი კომპანიის ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 2 000 ლარიდან, კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტი კომპანიისთვის ბუღალტრული აღრიცხვის  წარმართვის უზრუნველყოფა მოქმედი სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად;
  • კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • სტაჟიორის,დაქვემდებარებული თანამშრომლის საქმის კურირება, მონიტორინგი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
  • სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის  საქმიანობიდან.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
  • ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ჩვენ  მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების პროფესიულ წინსვლისა და განვითარებაზე

  • თქვენ ზურგს გაგიმაგრებთ მსხვილი პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს რესურსი, საჭიროების შემთხვევაში,
    ოპერატიულად დაეხმაროს ნებისმიერი ტიპის ფინანსური გამოწვევების გადალახვაში და
    სხვადასხვა სტრუქტურებთან ურთიერთობაში
  • მუდმივად გეყოლებათ აუდიტორული კომპანიისაგან ზედამხედველები – ექაუნთინგის დეპარტამენტიდან, საგადასახადო ექსპერტები, საერთაშორისო სტანდარტების ექსპერტები, რომლებიც საჭიროების შესაბამისად განახორციელებენ ვიზიტებს, ნებისმიერ დროს;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@algiaudit.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება ,,ბუღალტერ-ოპერატორი“.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 09/03/2023

გისურვებთ წარმატებებს!  

Facebook-ზე გაზიარება
Linkdin-ზე ზე გაზიარება

დაგვიკავშირდით